Search This Blog

Thursday, July 30, 2009

გახსოვდეს ფიქრია, გახსოვდეს!


fiqro

სათამუნიე

ფ+ილო=სოფია
ბიოგრაფიული პროზა
2009.01.23
------------------------------------------------
  
  მე ფიქრო ვარ. შარშან პატივცემულმა ბატონმა გიორგი ჯიბუტიმ ლოგიკის წიგნი მაგიდაზე რომ დააბრეხვა და ხელი კარისკენ გაიშვირა, მაშინვე მივხვდი, იმ წიგნს თუ არ გადავიზუთხავდი, მეორე კურსის დახურვა არ მეწერა. კარი ჩემს უკან მოჯახუნდა , მე კი პატივმოყვარეობა შელახული იმ საღამოსვე შევუდექი ჩემი “ბოტანიკი” კურსელისგან დიდი ღრეჯვის ფასად მოპოვებული კონსპექტის კითხვას.  
  “...ლოგიკის შემქმნელი იყო ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი არისტოტელე...”  
  “...1946წ. კონსტანტინე ბაქრაძემ გამოსცა წიგნი ქართულ ენაზე ”ლოგიკა” ...”  
  “...ფილოსოფია წარმოშობილია ძველბერძნული სიტყვებისგან. “ფილო” ნიშნავს სიყვარულს, “სოფოს” ნიშნავს სიბრძნეს... “ფილო” ნიშნავს სიყვარულს, “სოფოს” ნიშნავს სიბრძნეს... “ფილო” ნიშნავს სიყვარულს... “ფილო” ნიშნავს სიყვარულს... “  
  ილო ჩემი შეყვარებულია. მართალია, ჯერ ვერ ხვდება ჩემი შეყვარებული რომაა, მაგრამ მაინც, ის ჩემზე უზომოდ შეყვარებული კაცია. (“კაცი”-აღიარებასავით ჟღერს.) დიახ, კაცი! თუმცა “ისინი” ერთმანეთს “ბიჭებს” და “გოგოებს” ეძახიან, ბიჭებს და გოგოებს კი “ღლაპებად” მოგვიხსენიებენ. “ისინი” მე სერიოზულად არასდროს შემომხედავენ. ”ისინი”, ალბათ, ბევრს იცინიან ჩემზე. იმიტომ რომ მე ცხრამეტის ვარ. ილო კი ოცდაცხრამეტის არის. ილო და”ისინი” ზამთარში გუდაურში მიდიან ხოლმე საერთო სახლში და ბევრს ხალისობენ. “ისინი” დედას არ აეყუდებიან ხოლმე წასვლის წინ იმისთვის, რომ მამასთან მიაგზავნონ წასვლის ნებართვის ასაღებად. “მათ” დაქალებს წელიწადში ცხრა დაბადებისდღე არ აქვთ, იმისთვის, რომ “იუბილართან” დარჩენის საბაბი არსებობდეს. “ისისნი” სიგარეტის პაჭკას გაზეთში არ ახვევენ და საწოლის ქვეშ არ კუჭავენ. “ისინი” დღეში რვა კილომეტრს არ დარბიან იმისთვის, რომ საკუთარი აგრესიული და უფრო მეტად სექსუალური ენერგია რაიმეში დახარჯონ. “ისინი” ილოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არ არიან. უბრალოდ, ასე გამოვიდა, ემეგობრებიან. ილო ხომ პლეხანოველი ბიჭია, ხუმარა და სასცილო. თავისი პატარა პაკლოვნიკით, რომლის უაზრო შეცდომების მოყოლით ხშირად ამხიარულებს მათ... 
  თუმცა, უკეთესი პაკლოვნიკებიც ჰყავს ილოს. გაცილებით უკეთესი... თამუნია, მაგალითად. თამუნია ინტერენეტით გაიცნო ილომ. თამუნიას თეთრი კანი და მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს. თამუნია ილოს ოცნების მანქანით დასრიალებს თბილისის ქუჩებში და იმ ლავიწის ძვლებს ამარიაჟებს, მე რომ მინდა მქონდეს. ილო თამუნიასთან შეხვედრაზე ფიქრობს და კევას ღეჭავს, ზუსტად იმ კევას მე რომ მინდა ვიყო... 
  ...არც ჩემთვისაა უცხო აჭრელებული ნაცრისფერი ქალაქი. ყველა გაცდენილი ლექცია და გაჩერებას გაცდენილი ავტობუსი თბილისის ქუჩებში ხეტიალს შევალიე... ჯიბეებში ხელებს ჩავიწყობ, მუსიკას ვრთავ და ჩემს ფეხებს ვუყურებ. მივაბიჯებ... მივაბიჯებ... ილომ ხომ სულაც არ იცის, ჩემი შექმნილი რომაა სპილოსძვლისფერი თამუნია. ილომ ხომ სულაც არ იცის ილოს პლიუს ფიქრო ფილო რომაა... ფილო რომ სიყვარულს ნიშნავს... სიყვარული რომ სიბრძნეს...
ratom ar vgavar imas rasac ar vgavar? lui

ratom vgavar imas rasac vgavar???? fiqria

lui

paxmelias ra vushveloooo???

lui

penis rwyilebi davuchiret da vawamet!!!vashaaaaa!!!

Wednesday, July 29, 2009

sad xart,megobrebo?rame daweret ra
me dzlier miyvars iisfer tovlis
qalwulebivit xididan fena....

......

da mere chiebi shemchamen da agar viqnebi da tqven mogenatrebit,magram ukve gviani iqneba:-(

....

da momweret rame, torem cudad viqnebi da waval da tavs moviklav

saliami da rame

au,bavshvebo,miyvarxart yvelani da ia momenatra da sikvdili mindaaa!!! lui